Thursday, October 6, 2016

მეცხრე დღე

გავაკეთე პროექტის პრეზენტაცია, მივიღე შენიშვნები და რეკომენდაციები, განვიხილე კოლეგების პროექტები, შევაფასე მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები, საბოლოოდ დავხვეწე და ჩავასწორე ჩემი პროექტის პორტფოლიო.
ტრენინგი იყო ჩემთვის ძალიან  მნიშვნელოვანი და საინტერესო,რომელსაც შემდგომ გამოვიყენებ სასწავლო პროცესში მუშაობის დროს .შევისწავლე ბევრი მნიშვნელოვანი რამ,რომელიც დამეხმარება საგაკვეთილო პროცესის წარმართვაში.

Tuesday, October 4, 2016

მერვე დღე

კიდევ ერთხელ დავხვეწე პროექტის გეგმა, შევქმენი და შევაფასე მოსწავლის ნამუშევარი, გამოვაქვეყნე ჩემი პორტფოლიო, მოვემზადე პროექტის პრეზენტაციისათვის.

Friday, September 30, 2016

მეშვიდე დღე

გავეცანი დიფერენცირებული სწავლების მეთოდებს,ვისწავლე კომენტარების გაკეთება, განვიხილეთ როგორ უნდა გადავანაწილოთ საპროექტო დავალებები შესაძლებლობების მიხედვით.

Monday, September 26, 2016

მეექვსე დღე

პროექტის მეექვსე დღეს შევავსე ჩემს პროექტში საწავლო პროცედურების მეორე კვირა. მოსწავლეებს გადავუნაწილე შესასრულებელი სამუშაოები. ვისწავლე ინტერნეტ სივრციდან ინფოორმაციის გადმოწმერა და საავტორო უფლებების დაცვა. გადმოვწერე სურათები, რომელიც მოვარგე ჩემს პროექტრს. დეტალურად განვიხილე სასწავლო შეფასების ხუთი მიზანი. განვიხილე ჯგუფური შეფასების რუბრიკა. მოვახდინეთ ინტერნეტ სივრცეში ჩვენი პროექტების კოლაბორაცია

Thursday, September 22, 2016

მეხუთე დღე

დავხვეწე და დავასრულე ჩემი პრეზენტაცია,დავიწყე პროცედურების დაწერა,გავეცანი საავტორო უფლებებს, რომელთა დაცვითგადმოვწერე ინფორმაცია,გავეცანი ინტერნეტ  კოლაბირაციურ დოკუმენტს.
მომეწონა პრეზენტაციაში სლაიდების შექმნა.














Tuesday, September 20, 2016

მეოთხე დღე

დღეს განვიხილე განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება;
ვისაუბრე შეფასების 5 მიზანზე;
დავიწყე ჩემი პროექტის პრეზენტაციის შექმნა;
შევავსე ჩემი პროექტის შეფასების დროის ჩარჩო .

Friday, September 16, 2016

მესამე დღე

დღეს ვისწავლე სტანდარტების მოძიება,ჩამოტვირთვა და  პროექტის გეგმაზე  მორგება.21-საუკუნის უნარ-ჩვევების მორგება პროექტის გეგმაზე.
შევიმუშავე მიზნები და მიმართულების კითხვები,რომლებიც შევაფასე.
მომეწონა, რადგან ვისწავლე სტანდარტების გამარტივებული მორგება.